ჩემმა ბოლო ვიზიტმა ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალის შეხვედრაზე ერთადერთი მთავარი შთაბეჭდილება დამიტოვა - აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას NATO-თან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ სოციალურ ქსელში.
"ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნები არიან ორივე ორგანიზაციაში. როდესაც ეს ქვეყნები NATO-ს ქუდს იხურავენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედია, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდს იხურავენ, ისინი ახორციელებენ ყველა სახის დღის წესრიგს, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოებას - მათ შორის არის ცენზურა, ეკონომიკური სუიციდი/კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის უგულებელყოფა/მულტილატერალური მმართველობისა და გადასახადების ხელშეწყობა, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ა.შ. ეს შეუსაბამობა ვერ გაგრძელდება. ევროპის დიდებული ერები ან ჩვენი პარტნიორები არიან იმ დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც მათგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ან არ არიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ეს ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის არაარჩევით, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ", - აღნიშნავს ლანდაუ.