მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია იწვევს ეჭვს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიურ ნივთიერება, კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია.
"ვაშინგტონ ეგზამინერი" და "ზე ჰილი", სწორედ ის მედია საშუალებებია, რომლებიც ბიბისის ე.წ- ლ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებზე აქტიურად აკეთებენ აქცენტს. შეფასება კეთდება ოპოზიციაშიც.
"ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ "ენმ" დიდ ფულს ხარჯავს საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკის საწარმოებლად.
"ახალი ამბავი არ არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა აწარმოონ.
"ფარას" კანონი გვაძლევს ხოლმე საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე მათი ეს საქმიანობა დავინახოთ და საზოგადოებისთვის ხილვადი გავხადოთ. აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ "კამიტის", ამ ქიმიური მოწამვლის ეს შეთითხნილი ისტორია ორკესტრირებული და ერთიანად ორგანიზებულია. იქ ხდება გამოყენება აქ ვითომ ჩატარებული კვლევებისა, აბსოლუტურად აცდენილი და მოყვანილი მონაცემების – ჩახუნაშვილების მიერ ჩატარებულ კვლევაზე მაქვს საუბარი. შემდეგ, ამის ასე ვთქვათ დრამატული სახით წარმოჩენა "ბიბისის" მეშვეობით, და მათ შორის ორკესტრირებულად ხდება, ამერიკულ მედიაში ამაზე აქცენტების გაკეთება და ქვეყნის შიგნით რა პანიკის აწევა უნდათ, ეს ყველამ ვიხილეთ. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაზეც არაერთხელ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ითქვა, ისეთი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგადაც გარკვეული პოლიტიკის გატარება უნდათ, დემოკრატიული არჩევნების შედეგების შეცვლა სასურველი მიმართულებით იყენებენ სწორედ სპეცოპერაციებისათვის დამახასიათებელ ჰიბრიდული ომის ყველა ელემენტს. აქ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი რგოლი არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ "ბიბისის" სიუჟეტით, მასზე აყოლილი სხვადასხვა იაფ გარე თუ შიდა რესურსებით და სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებებით", - განაცხადა ქადაგიშვილმა.