18 ივნისი 2026,   23:05
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება - ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ორი დღის განმავლობაში, მშვიდობის საკითხებში შტატების სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს და გენერალური შტაბის უფროსს.

შეხვედრის მიზანი იყო კონსტრუქციული მსჯელობა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. შეხვედრების შემდეგ, რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტი ისეთი შეთანხმების მიღწევაა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დაიცავს, უზრუნველყოფს უკრაინელების უსაფრთხოებას და სტაბილურ საფუძველს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

ორი კვირის განმავლობაში, 6 შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ამ შეხვედრების შედეგები განიხილეს და უსაფრთხოების მოწყობის ჩარჩოზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ფლორიდაში იმართება.

დღის ამბები