10 აგვისტო 2026,   12:50
ვრცლად
გალერეა "მუზა" გურამ დურგლიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

გალერეა "მუზა" გურამ დურგლიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

"მოგზაურობა გუკას სამყაროში" - ექსპოზიცია მხატვრის ცხოვრების და შემოქმედების გახსენებას ეძღვნება. სხვადასხვა დროში შექმნილი 120-მდე ნამუშევარი მსუბუქ ნოსტალგიურ ატმოსფეროს ქმნის და დამთვალიერებელს საკუთარი ემოციებისა და ისტორიების პროექციის შესაძლებლობას აძლევს.

გურამ დურგლიშვილი საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყო, როგორც საქართველოში მინი ფეხბურთის ასოციაციის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მინი ფეხბურთის განვითარებაში.

დღის ამბები