"აშშ-ის ზოგადმა პოლიტიკამ ევროპის მიმართ პრიორიტეტულად უნდა მიიჩნიოს ნატოს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის, აღქმის დასრულება და ამ რეალობის თავიდან აცილება", - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გრძელვადიან პერსპექტივაში, სავსებით დასაშვებია, რომ სულ მცირე, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ნატოს ზოგიერთი წევრი გახდება უმრავლესობით არაევროპული. შესაბამისად, ღია კითხვად რჩება, შეხედავენ თუ არა ისინი თავიანთ ადგილს მსოფლიოში, ან შეერთებულ შტატებთან ალიანსს, ისევე, როგორც ამას უყურებდნენ ნატოს წესდებაზე ხელმომწერები.
"ჩვენი მიზანი უნდა იყოს დავეხმაროთ ევროპას, შეასწოროს მისი ამჟამინდელი ტრაექტორია. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა, რათა დაგვეხმაროს წარმატებულ კონკურენციაში და ითანამშრომლოს ჩვენთან, რათა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ხელი შეეშალოს ევროპაზე დომინირებაში.
გრძელვადიან პერსპექტივაში, სავსებით დასაშვებია, რომ სულ მცირე, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ნატოს ზოგიერთი წევრი გახდება უმრავლესობით არაევროპული. შესაბამისად, ღია კითხვად რჩება, შეხედავენ თუ არა ისინი თავიანთ ადგილს მსოფლიოში, ან შეერთებულ შტატებთან ალიანსს, ისევე, როგორც ამას უყურებდნენ ნატოს წესდებაზე ხელმომწერები.
ჩვენმა ზოგადმა პოლიტიკამ ევროპის მიმართ პრიორიტეტულად უნდა მიიჩნიოს: