"ჩინეთმა და საფრანგეთმა უნდა იმუშაონ ჩინეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობასა და შენარჩუნებაზე", – განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი და ჩინეთი ინარჩუნებენ მჭიდრო ვაჭრობას, ყოველთვის ენდობიან და პატივს სცემენ ერთმანეთს.
მისი თქმით, საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობებს, მტკიცედ იცავს ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას და მზადაა, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.