დიდი ბრიტანეთის ყოფილი-პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ "დიფ სთეითი" მის განადგურებას ცდილობდა - განცხადება ლიზ ტრასმა Politico-სთან გააკეთა.
გამოცემასთან გაერთიანებული სამეფოს ექს-პრემიერმა Youtube-ზე საკუთარი საავტორო შოუს დაწყებაც დააანონსა. ტრასის თქმით, მას სურს, მედიასივრცეში ეს გადაცემა "კონტრრევოლუციის" სახლი გახდეს.
ლიზ ტრასმა, 2022 წელს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებში ინგლისის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი დაადანაშაულა.