18 ივნისი 2026,   23:05
ვრცლად
ბრიუსელში, კორუფციული სკანდალის გამო, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში მანიპულირებულ ტენდერებს უკავშირდება, დაძაბულობა იზრდება - ყურადღების ცენტრში ევროკავშირის ამჟამინდელი უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასიც მოხვდა

ბრიუსელში, კორუფციული სკანდალის გამო, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში მანიპულირებულ ტენდერებს უკავშირდება, მზარდი დაძაბულობაა. როგორც გერმანული გაზეთი "ბერლინერ ცაითუნგი" იუწყება, ყურადღების ცენტრში ევროკავშირის ამჟამინდელი უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასიც, მოხვდა.

ირკვევა, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, რომელსაც კალასი დაახლოებით ერთი წელია ხელმძღვანელობს, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სააგენტოდ ითვლება.

გამოცემის თანახმად, თანამშრომლების ნაწილი კრიტიკულად აფასებს კალასის მცდელობას, დისტანცირდეს სკანდალისგან. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ კორუფცია მწვავე კრიტიკას იწვევს ევროპარლამენტში და კითხვებს აჩენს ევროკავშირის ინსტიტუტებში შიდა კონტროლის მექანიზმებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობის შესახებ, რაც ევროკავშირის სანდოობას საფრთხეს უქმნის.

დღის ამბები