09 აგვისტო 2026,   19:59
ვრცლად
მეუფე შიომ, სასულიერო პირებთან ერთად, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს უმასპინძლა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს უმასპინძლა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მღვდელმთავრებმა დააფიქსირეს ქვეყნის მთავარი პრობლემა - დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

"მოხარულები ვართ თქვენთან შეხვედრით და იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის, ჩვენი ურთიერთობებისთვის. გაისად ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს, ძალიან ვამაყობთ ამ ჩვენი საოცარი ისტორიით. გაისად ვგეგმავთ საზეიმო ღონისძიებებს და, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს თქვენი ჩართულობის და, დიდი სიხარულით, კიდევ მოგვიწევს ალბათ ამის საფუძველზეც შეხვედრები და მოხარული ვიქნებით თქვენი ნახვით და მონაწილეობის მიღებით", - აცხადებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი).

დღის ამბები