14 აგვისტო 2026,   07:39
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს რომ დეზინფორმაციაა, იქიდანაც ჩანს, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებული "მთავარი როლის შემსრულებლები" და ინფორმაციის ვითომ წყაროები უკვე უკან სვლით აკეთებენ განცხადებას

BBC-ის მასალაზე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქალაქო სასამართლოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. გამოძიების შეკითხვებს პასუხობენ პირები, რომლებიც BBC-ის ფილმში მონაწილეობენ.

ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე - გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ "კამიტი" და არსებობს თუ არა ამის მტკიცებულება? მედიის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე მათ პასუხები არ აქვთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიზანია დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა მასალის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები და გახმოვანებული ცნობები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ BBC დეზინფორმაციას ავრცელებს.

"ეს რომ დეზინფორმაციაა, იქიდანაც ჩანს, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებული "მთავარი როლის შემსრულებლები" და ინფორმაციის ვითომ წყაროები უკვე უკან სვლით აკეთებენ განცხადებას.

რაც შეეხება BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა აუცილებელია, რომ მომავალში ცოტა დაკვირვებით იყვნენ. რეპუტაცია ისედაც შელახული აქვთ, აშშ-ს პრეზიდენტი რომ გიჩივის და 5 მილიარდამდე ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს და შენ ამას ადასტურებ ხელმძღვანელობის გადადგომით, ამაზე მეტყველებს. 

ყველა ერთად ვნახავთ, რა აქვთ ამ ხალხს მტკიცებულებებად... თუ არ აქვთ, მაშინ პასუხისგება მოუწევთ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები