განათლების მინისტრმა "ინკლუზიური განათლების კონფერენცია" გახსნა, რომელიც მანდატურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. გივი მიქანაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა, ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გაიმართა პანელური დისკუსიები.
"მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სისტემაში განვითარდა სპეც მასწავლებლების კომპონენტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა რომ სპეციალური საჭიროების მქონე ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ მუდმივი, უწყვეტი ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში იყოს სრულფასოვნად გარანტირებული. დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მიმართულება და ამ მიმართულების მხარდაჭერა, რა კეთდება იმისთვის, რომ სერვისები რომელიც მიეწოდება ჩვენს მოზარდ თაობას, კიდევ უფრო სრულფასოვანი და სრულყოფილი იყოს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში," - აცხადებს გივი მიქანაძე.