14 აგვისტო 2026,   04:19
ვრცლად
"ჩვენი მიზანი არ იყო ნივთიერების დადგენა" - რას ამბობს ექიმი, რომლის დასკვნების საფუძველზეც BBC-მ მასალა ააგო

BBC-ის საგამოძიებო ფილმი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, როგორც ცნობილია, კონსტანტინე ჩახუნაშვილთან ერთად, დაბარებულია მისი მამაც, რომელმაც ასევე უარი განაცხადა უწყებაში მისვლაზე და მზად არის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს ჩვენება. 

კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამტკიცებს, რომ მის მიერ წარმოებულ კვლევაში საუბარი არ ყოფილა მომწამვლელ ნივთიერებაზე და მან ზოგადი კვლევა, აქციების შემდგომ რა სახის დაზიანებები ჰქონდათ ადამიანებს.

მისი თქმით, მას "კამიტთან" და ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით BBC-თვის ინფორმაცია არ მიუწოდებია და ნივთიერებასთან დაკავშირებით არც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარებია. ჩახუნაშვილი ამბობს, რომ BBC დაეყრდნო ზოგად თეორიას, რომელთან დაკავშირებითაც კონსულტაცია სხვა სპეციალისტებთან გაიარეს და სწორედ ამის საფუძველზე მოამზადა ფილმი. 

"ჩვენი მიზანი არ იყო ნივთიერების დადგენა. კვლევის საგანი იყო ამდენ ადამიანს რომ დარჩა ნარჩენი მოვლენები, კლინიკურად იყო თუ არა ცვლილებები, ინსტრუმენტულად იყო თუ არა ცვლილებები და ლაბორატორიულად იყო თუ არა ცვლილებები. აქ სადმე ფიგურირებს ქიმიური აგენტი რომელიმე? ჩვენი დათქმა, ჰიპოთეზა ეფუძნებოდა იმას, რომ გამოყენებული იყო CS gas და კონკრეტული Visel Blower-ები, რომლებმაც მიაწოდეს BBC-ს ინფორმაცია, ასევე კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელიც BBC-მ ამოიღო მათ შემდგომ და ტოქსიკოლოგთან და ქიმიური იარაღის სპეციალისტთან გაიარეს კონსულტაცია, ამის მერე თქვეს, რომ შესაძლოა ეს იყოს "კამიტი" და აქ მე სად ვფიგურირებ, ეგ მაინტერესებს," - ამბობს კონსტანტინე ჩახუნაშვილი. 

ცნობისთვის, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა თქვა, რომ მისთვის უცნობია, გამოიყენეს თუ არა აქციების დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერება. კვლევაში, რომელიც ჩახუნაშვილმა ჩაატარა, საერთოდ არ ფიგურირებს ნივთიერება "კამიტი". "ქართულ ოცნებას" აქვს კითხვები, რატომ გახდა BBC-თვის სანდო კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ ჩატარებული კვლევა და რატომ არ არიან იდენტიფიცირებული საკვლევი ობიექტები. სწორედ ჩახუნაშვილზე და სხვა რესპონდენტებზე დაყრდნობით, BCC ამტკიცებს, რომ გასულ წელს საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი, აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ბრიტანული მედიის მძიმე ბრალდებების გამო, "ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დავას იწყებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი გამოძიება დაიწყო.  

 

დღის ამბები