რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ოთხ ქუჩას. ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე მოეწყობა ტროტუარები, შიდა ეზოების შესასვლელები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა. დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
პროექტის ღირებულება 5 834 439 ლარს შეადგენს.