"ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში" - ამ სახელწოდებით ღონისძიებას უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. პროექტი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 16-დღიანი კამპანია განხორციელდა.
მოეწყო სპეციალური გამოფენაც, სადაც ქართველი ქალი მეცნიერების ფოტოები იყო წარმოდგენილი.