14 აგვისტო 2026,   00:29
ვრცლად
"რა გამოდის: აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ?" - ოთარ გრიგოლია

"ანუ, რა გამოდის: აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ?" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ოთარ გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რითაც BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება.

"არც პოლიციისთვის მიუმართავთ და არც ქართული მედიისთვის, ჩასაფრებულები ელოდნენ, სანამ BBC ჩამოვიდოდა?
ხალხიც კი არ გააფრთხილეს, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ვაიდა, კიდევ გამოეყენებინათ, ასობით თანამებრძოლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს?!

გარდა ამისა, წინასწარ გაწერილი რეაქციები, ერთნაირი განცხადებები და 9 აპრილის უხეში პარალელები ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული ტყუილი, მცდელობა, უკვე ჩამქრალი პროტესტის მუხტი ხელოვნურად გააცოცხლონ.
ყველაფერს აქვს საზღვარი!" - წერს ოთარ გრიგოლია.

დღის ამბები