ოპოზიციაში BBC-ის საგამოძიებო მასალაზე შეფასებები კეთდება. პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოებს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.
"ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მივიჩნევთ მთავრობად, არ ვენდობით ივანიშვილის გამოძიებას. ამიტომ, არანაირი ნდობა არ არსებობს ინსტიტუტების მიმართ. ინფორმაციის მოგროვებას დავიწყებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოებს მივაწოდოთ. არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ზუსტად ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ აგროვებენ ინფორმაციას", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.