საქართველოს პარლამენტის წევრები, ნიკოლოზ სამხარაძე და ლევან მახაშვილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო საარჩევნო მისიის ფარგლებში, ყირგიზეთში იმყოფებოდნენ და საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ.
ამის შესახებ ნიკოლოს სამხარაძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო მისიის ფარგლებში, ჩემს კოლეგასთან, ლევან მახაშვილთან ერთად, ყირგიზეთში, საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი. კეთილდღეობას და სტაბილურ განვითარებას ვუსურვებ ყირგიზ ხალხს", - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.