19 ივნისი 2026,   09:15
ვრცლად
"ვაფასებთ ამ ინციდენტს, როგორც ყაზახეთისა და უკრაინის ურთიერთობების დამაზიანებელ ქმედებას. ველით, რომ უკრაინული მხარე მიიღებს ზომებს მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად" - ყაზახეთი კასპიის მილსადენის კონსორციუმზე თავდასხმას აპროტესტებს

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის წყლებში საერთაშორისო კასპიის მილსადენების კონსორციუმის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთ მიზანმიმართულ თავდასხმას.

უწყების ცნობით, ეს ინციდენტი საერთაშორისო სამართლით დაცული სამოქალაქო ობიექტის წინააღმდეგ აგრესიის მესამე აქტია.

"როგორც გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პასუხისმგებლიანი მონაწილე, ყაზახეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილური და შეუფერხებელი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას. ჩვენ აღვნიშნავთ კასპიის მილსადენების კონსორციუმის განსაკუთრებულ როლს გლობალური ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.

ჩვენ ვაფასებთ ამ ინციდენტს, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის დამაზიანებელ ქმედებას და ველით, რომ უკრაინული მხარე მიიღებს კონკრეტულ ზომებს მსგავსი ინციდენტების განმეორების თავიდან ასაცილებლად",- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები