"შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. ამოღებულია უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი," - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გრიგოლ ხაჟალიამ განაცხადა.
"შსს 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ," - აცხადებს გრიგოლ ხაჟალია.
ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა.
ადვოკატი 50 000-ლარიანი გირაოს ითხოვდა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს