05 აგვისტო 2026,   02:06
ვრცლად
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

29 და 30 ნოემბერს, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, 2025 წლის 29 და 30 ნოემბერს 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე აღნიშნულ ხიდზე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში, მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება დროებით შემოსავლელ გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში. 

დღის ამბები