14 აგვისტო 2026,   04:29
ვრცლად
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ყველა პირი პატიმრობაში დარჩა - ვის რა როლი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის აქციაზე

4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილე 54 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესში დაცვის მხარე მათთვის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სწორედ მტკიცებულებების დასაშვებობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სასამართლო პროცესებზე დღეს იმსჯელეს. მოსამართლეებმა ბრალდების მხარესაც მოუსმინეს და დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის დატოვების შუამდგომლობა დააკმაყოფილეს.

ვის რა როლი ჰქონდა 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე - ოპოზიციის პოზიცია ორად არის გაყოფილი. გახარიას თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ პასუხი სააკაშვილის პარტიამ უნდა აგოს და არა აქციის რიგითმა მონაწილეებმა. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი კი, ოპოზიციის ვერ შემდგარ რევოლუციაზეც პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და სასამართლოს უნდობლობაზე საუბრობს.

მმართველი გუნდი ოპონენტებს და საზოგადოებას კანონზე მიუთითებს და ახსენებს, რომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის შემდეგ შსს-მ 60-ზე მეტი პირი დააკავა. საქალაქო სასამართლოში დღეს 54 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომები გაიმართა. მათ გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

დღის ამბები