17 აგვისტო 2026,   09:41
ვრცლად
ეს აგორებული კამპანია იმისთვის მიმდინარეობს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ გაძლიერდეს. ვინც ამ პროცესებს ასულდგმულებს, გვევლინებიან სახელმწიფოს ინტერესის და ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგეებად - ნინო წილოსანი "იგლ ჰილსზე

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია და პოლიტიკური შეფასებები - ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციაზე, რომლის მოცულობაც 6.5 მილიარდზე მეტია და იმ დადებით ეფექტზე, რასაც ის ქვეყანას მოუტანს. პრემიერის განცხადებით, პროექტი ეკონომიკას 11 მილიარდით გაამდიდრებს. განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი, დასრულების შემდეგ კი 8 ათასზე მეტი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში წელიწადში საშუალოდ 700-ს მილიონს შეიტანს. 

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პროექტის წინააღმდეგ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიასაც. მისი განცხადებით, სახელმწიფო არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას "იგლ ჰილსის" სასარგებლოდ და პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების შესაძლებლობა.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "იგლ ჰილსის" პროექტი ქვეყნის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების ხელშეწყობაა და ეს ყველამ კარგად იცის.

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს უმსხვილესი ინვესტიცია, რომელიც ერთის მხრივ ქვეყნის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების ხელშეწყობაა, მაგრამ რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ეკონომიკური ზრდის და წინსვლის წინაპირობა უნდა გახდეს. ასეთ პროექტზე თავდასხმა პირდაპირ ქვეყნის მტრობაა და განსაკუთრებით ისეთი აბსურდული საფუძვლებით როგორიც არის მაგალითად ის, რომ თითქოს სახელმწიფომ ქართული მიწა გაასხვისა. ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ, გავიგეთ და მათ შორის პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის დროსაც ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო რჩება პარტნიორად და მესაკუთრედ ამ მიწის, ამიტომ ტყუილია ეს სპეკულაციები.

რაც მთავარია, ყველა კარგად ვხედავთ, რომ ეს აგორებული კამპანია ერთადერთისთვის მიმდინარეობს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ გაძლიერდეს და მათთვის, ვინც ამ პროცესებს და კამპანიას ასულდგმულებს, ერთი მხრივ ის უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები და ონლაინ მედია საშუალებები, ხოლო მეორე - ეს აგენტურად გადაქცეული რადიკალი პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, გვევლინებიან ქართული სახელმწიფოს ინტერესის და ამ ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგეებად", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.

დღის ამბები