08 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
მოგებული სასამართლო დავა - მმართველი გუნდის განცხადებით, ოპონენტების განცხადებები იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და შანტაჟის მცდელობაა

ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის საქმეზე ზოგი პოზიცია, მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და რომლის მიზანიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციების დაწესება და მისი შანტაჟის მცდელობაა.

შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან წარმოებულ დავაში, ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ყველა პუნქტში გაამართლა. ბერმუდასა და სინგაპურის წინა ორი ინსტანციის მსგავსად, ლონდონის მართლმსაჯულებამაც შვეიცარიულ ბანკს ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თანხა არ დაუბრუნეს. გია ხუხაშვილის თქმით, ფინანსური აქტივების დაბრუნებას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, კონკრეტული პირობების შესრულების შემთხვევაში შეძლებს.

მსგავსი განცხადებები მმართველი გუნდისთვის იმის დადასტურებაა, რომ კონკრეტულ ძალები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, გაყინული აქტივების გამოყენებით შანტაჟის კამპანიას აწარმოებენ და ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას სთხოვენ.

მმართველი გუნდის ოპონენტები, რომლებიც ბრიუსელში სწორედ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გამო ხშირად იმყოფებიან, ამბობენ, რომ მართალია ფინანსური აქტივები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის კუთვნილებაა, თუმცა მის განკარგვას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გარკვეულ მითითებებს შეასრულებს.

ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 68 გვერდიანი სამართლებრივი დასაბუთება მოამზადა. საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ყველა პუნქტში უპირობოდ გამართლდა, ბერდმუდასა და სინგაპურის წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება კი გამკაცრდა. გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლომ Credit Suisse-ი ფინანსური და მორალური პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა და ძალაში დატოვა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი, მმართველი გუნდისთვის საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფა და ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ზეწოლის მორიგი მცდელობაა.

დიდი ბრიტანეთის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება 31 კონკრეტულ ფაქტობრივ დასკვნას შეიცავს. ლონდონის სასამართლოს ჩათვლით, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს დავა სამივე საერთაშორისო ინსტანციაში მოუგო.

დღის ამბები