19 ივნისი 2026,   13:41
ვრცლად
გადაწყვეტილება ერთნაირი სქესის ქორწინებაზე - ევროკავშირის სახელმწიფოებმა სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება უნდა აღიარონ

მითი რეალობად ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებამ აქცია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის სახელმწიფოებმა სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება უნდა აღიარონ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სასამართლოს ვერდიქტი ერთი-ერთი და არა ერთადერთი ნაბიჯია, როცა ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ცდილობს, თუმცა, მათივე თქმით, ამ მცდელობას ხელისუფლებამ შესაბამისი კანონები დაუპირისპირა.

უკვე მეორე დღეა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ვერდიქტზე საუბარს გაურბის ოპოზიციის ნაწილი. თავად რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, აღასრულებდნენ თუ არა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას?

ის ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც ერთ დროს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონს აპროტესტებდნენ, დღეს ღიად ამბობენ, რომ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონების წინააღმდეგი არიან.

ოჯახური ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესის დაცვა - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ხელისუფლების მიერ საფრთხეების ასაცილებლად მიღებული ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი საჭირო და დროული იყო.

მართლმსაჯულების სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე, პოლონელი წყვილის საქმეზე იმსჯელა, რომლებმაც გერმანიაში იქორწინეს, თუმცა მათივე ქვეყანამ ერთნაირ სქესიანი მოქალაქეების ქორწინების სტატუსი არ აღიარა.

დღის ამბები