"საქართველოს ხმის" სცენაზე მორიგი მუსიკალური ისტორია დაიწერა - მეოთხე საკონკურსო ეპიზოდის მთავარი აღმოჩენა ნიკა ნაცვლიშვილი გახდა.
16 წლის მომღერალი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფოთიდან ჩამოვიდა. სცენაზე მისმა ხმამ ნიკა ნიკვაშვილის ოქროს ღილაკი დაიმსახურა.
პოპი, ჯაზი, საესტრადო, ქალაქური, ბლუზი და ბალადა - ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა შოუს დასკვნითი საკონკურსო სერია.
ამავე ეპიზოდში მაყურებელმა საუკეთესო ათეულის დიდი გადარჩევა იხილა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ოთხი ოქროს ღილაკის მფლობელს კიდევ ექვსი კონკურსანტი შეემატა.
წინ ექვსი LIVE კონცერტია. საუკეთესო ათეული დიდი კონკურენციის პირობებში პირდაპირ ეთერში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მუსიკალური თავგადასავალი კი, საბოლოოდ, ერთის გამარჯვებით დასრულდება.
2 დეკემბრიდან, ყოველ სამშაბათს, "რუსთავი 2-ის" ეთერში "საქართველოს ხმის" LIVE შოუები დაიწყება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.