თელავის მუნიციპალიტეტში, ავარიის შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა სოფელ რუისპირში, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.