19 ივნისი 2026,   11:39
ვრცლად
ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით, ევროპაში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა გაიმართა

ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით, ევროპაში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა გაიმართა. უკრაინის მხარდამჭერებმა მოილაპარაკეს კიევის მხარდაჭერა და მოსკოვზე ზეწოლა გააგრძელონ. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო გადაწყვეტილებამ უკრაინის სუვერენიტეტი უნდა უზრუნველყოს.

ონლაინშეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს უთხრა, რომ მზად არის, პრეზიდენტ ტრამპს შეხვდეს, განიხილოს გეგმაში არსებული მგრძნობიარე საკითხები. ამაში, ზელენსკის აზრით, ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შესაძლოა, დამხმარე იყოს.

ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების ოთხი პირობა დაასახელა: ესენია სუვერენიტეტის შენარჩუნება; თავდაცვისუნარიანობა, უკრაინის მომავალთან დაკავშირებული საკითხები თავად კიევმა უნდა გადაწყვიტოს; ასევე ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები ალიანსების ქვეყნებთან უნდა შეთანხმდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ დადგა გადამწყვეტი მომენტი და არსებობს შანსი, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე რეალური პროგრესი იყოს მიღწეული. მაკრონის მტკიცებით, "კარგი მშვიდობის" აბსოლუტური პირობა არის ძალიან მყარი უსაფრთხოების გარანტიები და არა გარანტიები ქაღალდზე.

დღის ამბები