"ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სიცრუეს უწოდებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ციხის დატოვება შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. გეგელიას განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე დეკემბერში გათავისუფლდება.
"მე არ ვიცი, ვის რა შესთავაზეს და რა არა. ვიცი ის, რომ ზურაბ ჯაფარიძე დეკემბერში გათავისუფლდება. მინდა ძალიან მალე ვნახო ზურაბ ჯაფარიძე და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფლებაზე," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.