თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა, - ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
"კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.