ჩვენ ვართ ტრადიციული ოჯახური და ქრისტიანული ღირებულებების მომხრე, რომელსაც ასევე იზიარებს, როგორც გვეუბნებიან, ევროკავშირი. ამიტომ, მოდი, ნუ მოითხოვენ მაშინ ჩვენგან ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონზე უარის თქმას, რომელიც არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა.
დავით მათიკაშვილი მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, დააკვირდნენ და შეადარონ, რამდენი ქართველი გამოდის ქუჩაში ოჯახის სიქმინდის დღეს - 17 მაისს და რამდენი, ყოველ საღამოს, რუსთველის გამზირზე.
"ჩვენ - საქართველო, ის ქვეყანა, რომელიც ვართ ეს ერი, ამ შეხედულებით, ამ სულისკვეთებით, ტრადიციებით, კულტურით და იმ განწყობით და გააზრებით, რომ ჩვენი ადგილი და მომავალი არის, რა თქმა უნდა, ევროპაში, მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურით, ჩვენ ვართ ჩვენი რელიგიით, ჩვენი რწმენით, ჩვენი ადათ-წესებით და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად თანაბარ, ურთიერთსასარგებლო ღირებულებების გარშემო არსებულ ევროპულ ოჯახში, რომელსაც ჰქვია და ერქვა ევროკავშირი და ყოველ შემთხვევაში იმ ღირებულებებზე იგებოდა, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, იქ ვეღარ ვხედავთ, ბევრს ყოველ შემთხვევაში იქიდან, ამისკენ გზა კონსტიტუციურ დონეზეც კი გვაქვს გაწერილი, მაგრამ საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ყველა ერისთვის, პრინციპში, უნდა მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და გაირკვეს.
ჩვენ გვგონია და ვიცით, რომ მაგალითად ევროკავშირი არის გამჭვირვალეობა. ვერავინ ვერ დაგვაჯერებს ბრჭყალებში და ვერ გვეტყვის, რომ შეიძლება არსებობდეს ისეთი წესი, სადაც მყარ, სამართლებრივ საფუძველზე მდგარი თანაბრობის, დემოკრატიის, პრინციპებით გაჯერებულ ევროკავშირში გამჭვირვალეობა არის კანონსაწინააღმდეგო და ცუდი.
ჩვენ ვართ ტრადიციული ოჯახური და ქრისტიანული ღირებულებების მომხრე, რომელსაც ასევე იზიარებს, როგორც გვეუბნებიან, ევროკავშირი. ამიტომ, მოდი, ნუ მოითხოვენ მაშინ ჩვენგან ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონზე უარის თქმას, რომელიც არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და გაგვაგებინონ, ითხოვენ ლგბტ ქორწინების დაკანონებას და ამის წესად დადგენას თუ რომ ამბობდნენ, რომ არა, ბატონო, ამას არ ვითხოვთო - მაშინ იყვნენ მართლები? თუ არის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მაგალითად ამ წესს არ მისდევენ, მათ მიმართ გარკვეული სანქცირების მთელი აპარატი და მექანიზმი არსებობს? ჩამოვყალიბდეთ ამ მხრივ, თორემ გზაზე ჩვენ ძალიან მყარი ნაბიჯით, რაც გვაქვს ხელმოწერილი ის ასოცირების შეთანხმება, იქ მივდივართ და ერთი წამითაც არ შევჩერებულვართ.
პრემიერ-მინისტრმაც ეს განაცხადა, რომ ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ და როცა მოვა მაგის დრო, იქ ყველაზე უკეთ ვიქნებით მომზადებული, მაგრამ ის ღირებულებები ხომ უნდა იყოს საერთო ღირებულებები, რისკენ მიდის ქართველი ერი?
ერთხელაც კარგად დააკვირდნენ, 17 მაისს რა ხდება საქართველოს ქუჩებში, რა უნდა ერს, სად არის ერი? დააკვირდნენ 17 მაისს რა ხდება და დააკვირდნენ საღამოობით რუსთაველზე რამდენი ადამიანი მოძრაობს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.