ვიდეო მასალას თუ შევხედავთ ზემოქმედება აქაც და იქაც იყო ერთნაირი ბრუტალური - ამის შესახებ, ირაკლი ქადაგიშვილმა, 26 მაისის აქციის დარბევასა და ე.წ.ყინწვისის სპეცოპერაციაზე საუბრისას, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში - "ისტორია დეტალებში" განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნა, იმდროინდელი ხელისუფლების დროს, გარდა ფიზიკური ძალადობისა, ადამიანებზე ხდებოდა ისე ტიპის ძალადობა, რომელიც ფიზიკურზე უფრო მძიმეა - "ემუქრებოდნენ ოჯახის ყველაზე მოწყვლადი წევრების მიმართ ძალადობით":
"ვიდეო მასალას თუ შევხედავთ ზემოქმედება აქაც და იქაც იყო ერთნაირი ბრუტალური, ეს არ არის დაშლის ოპერაცია, მიტინგის დაშლას თავისი წესი და რიგი გააჩნია ეს არის სამაგალითო დარბევის ოპერაცია. ეს არის ადამიანების უმოწყალო ცემა. ანალოგიური რამ მოხდა ყინწვისში იმ 23 ადამიანის მიმართ. ზოგიერთს გული გაჩერდა, ზოგი მანქანას გამოაბეს და ისე ათრიეს. ეს კავშირში უნდა ყოფილიყო იმ ვერსიასთან, რა ვერსიაც 26 მაისს განახორციელეს, ეს საქმე უნდა შეკერილიყო, მერე ფილმი უნდა გადაღებულიყო. ეს ყველაფერი ერთი მიზეზის გამო ვერ მოახერხეს - თვითონ ფაქტი გაყიდეს, მაგრამ სამართლებრივად ვერ გააფორმეს. შეკერეს საქმე და შეკერილი საქმე, ყოველთვის ადვილად ირღვევა. ევროსასამართლომაც ეს თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, კონკრეტულად კი ნიკოლოზ გოგუაძესთან დაკავშირებით. სახელმწიფომ იძალადა და სახელმწიფომ არ გამოიძია- ეს სრული ბუკეტია ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოს ქმედების.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ადამიანებზე ხდებოდა ისე ტიპის ძალადობა, რომელიც ფიზიკურზე უფრო მძიმეა. ემუქრებოდნენ ოჯახის ყველაზე მოწყვლადი წევრების მიმართ ძალადობით, ამას ვერცერთი კაცი ვერ გაუძლებს. აი ეს არის საშინელება,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.