15 აგვისტო 2026,   16:26
ვრცლად
მდარე და სამარცხვინო განცხადებები იმ პარტიებისგან, რომლებიც ღალატსა და თაღლითობაში არიან გაწაფულნი, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად მიუღებელი და სისულელეა - მათიკაშვილი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციის გაუქმებასა და ო

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია უქმდება. ამ თემაზე დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მიზანი ეროვნული ინტერესების დაცვაა. აქცენტს აკეთებენ ინიციატივის მნიშვნელობაზე და "ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობაზე საუბრობენ. ოპოზიცია ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს.

"ისეთი მდარე და სამარცხვინო განცხადებები იმ პარტიებისგან, მით უმეტეს, ღალატსა და თაღლითობაში რომ არიან გაწაფულნი, რბილად რომ ვთქვათ, არის სრულიად მიუღებელი, არის სრული სისულელე. ისინი შეგნებულად არიდებენ თვალს იმას, თუ რა მოღალატეობრივი ქმედება გაკეთდა თავის დროზე საქართველოსი, როდესაც ეს პარალელური არჩევნები ჩაატარა საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურ მდგენელში კვლავ შემოიტანა უკვე მივიწყებული სამხრეთ ოსეთის ოლქი, ტერმინი და მისი განმარტება. პრაქტიკულად ამართლებს იმ ნაბიჯებს, რაც თავის დროზე ამ მოღალატეობრივმა, სეპარატისტებისთვის მხარდამჭერმა გადაწყვეტილებებმა, ჩვენს ქვეყანას მოუტანა იგივე ომის და დროებით, მაგრამ მაინც ოკუპანტის მიერ მიტაცებული და ჩვენი მხრიდან დაკარგული ტერიტორიები", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები