14 აგვისტო 2026,   07:22
ვრცლად
"2019 წელს გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით შეუშალა ხელი და მცოცავი ოკუპაცია, მშვიდობიანი მეთოდებით შეაჩერა" - ბერდია სიჭინავა

გახარიას პარტია "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფორმატში გამართული შეხვედრას გამოეხმაურა, რომელზეც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჩორჩანა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩორჩანის საგუშაგო უნდა მოხსნას, რაც მისი უკანონოდ გახსნის აღიარების ლოგიკური გაგრძელება იქნება.

ბერდია სიჭინავას თქმით, ეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს ცხინვალის რეჟიმის ინტერესს ჩორჩანის მიმართ, რომლის მცოცავი მეთოდით ოკუპირებას გეგმავდნენ 2019 წელს. ამიტომ, სიჭინავას შეფასებით, გახარიას სისხლის სამართლებრივი დევნა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა გააკეთა საგანგაშო განცხადება, თითქოს ჩორჩანა წარმოადგენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, რითაც პირდაპირ დაადასტურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე, რომლის ოკუპირებასაც მცოცავი მეთოდით გეგმავდნენ 2019 წელს, რასაც გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით შეუშალა ხელი და მცოცავი ოკუპაცია, მშვიდობიანი მეთოდებით შეაჩერა," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

დღის ამბები