შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი ცვლილებების საკომიტეტო განხილვებს. საუბარია აკუსტიკური იარაღის, ელექტრო-შოკური და გაზის აეროზოლურ მოწყობილობებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენება სამოქალაქო ბრუნვაში; ე.წ. წიწაკის სპრეის იმპორტი კი ნებართვას დაექვემდებარება და მისი ყიდვა 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
"ეს არის აპრობირებული, გავრცელებული პრაქტიკა, ვინაიდან ჩვენ საუბარი გვაქვს ისეთ ხელსაწყოებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლეს, მითუმეტეს, როდესაც ადამიანმა არ იცის, [რომ ასეთი საფრთხის გამომწვევი შეიძლება გახდეს]. ჩვენ საუბარი გვაქვს ისეთი ტიპის იარაღზე, რომელიც არ არის ნამდვილი, მაგრამ შესაძლოა, მაინც მიაყენოს საფრთხე ადამიანს. ასეთი ტიპის რეგულაციებით ჩვენ უზრუნველყოფთ საზოგადოებრივი წესრიგის უკეთ დაცვას. პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ბოლო პერიოდში ეს სერიოზული პრობლემა გახდა და, ბუნებრივია, ამ საზოგადოების პრობლემაზე რეაგირება უნდა იყოს ეფექტიანი სახელმწიფოს მხრიდან," - აცხადებს ლევან მახაშვილი.