14 აგვისტო 2026,   06:37
ვრცლად
ბრიუსელის მორიგი გზავნილი თბილისს - ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას მმართველი გუნდი ზეწოლად და შანტაჟად აღიქვამს

ბრიუსელის მორიგი გზავნილი თბილისს - ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირის გაფართოების პროცესში საქართველოს დასაბრუნებლად 2 ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთის მიხედვით, ცვლილებები უნდა იყოს ის გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესში დააბრუნებს.

ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან ევრობიუროკრატის ეს განცხადება, თბილისში, ხელისუფლებაზე ზეწოლისა და შანტაჟის მორიგ მცდელობად აღიქვეს. მმართველი ძალისთვის სიახლე არც ის არის, რომ კონკრეტულ ევროპელ პოლიტიკოსებს დიდი ხანია საქართველოში ხელისუფლების ცვლილების ინტერესი აქვთ.

ანდრიუს კუბილიუსის პოზიციას ხელისუფლების ოპონენტები სრულად ეთანხმებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატის განცხადებაში უცნაური და მიუღებელი არაფერია და ის მხოლოდ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერას ემსახურება.

ლიეტუველ პოლიტიკოსს მმართველი პარტია ქართველი ხალხის ნების პატივისცემისკენ მოუწოდებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კუბილიუსის პოზიციაც იმის გამომხატველია, რომ ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი, ევროინტეგრაციის თემას, საქართველოს შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს.

მმართველი გუნდი უცხოელი პოლიტიკოსების უმრავლესობას საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს. მმართველი ძალა ოპონენტებისგან რეალობის აღქმას და არსებული ვითარების ობიექტურ შეფასებას მოითხოვს.

დღის ამბები