16 აგვისტო 2026,   22:54
ვრცლად
ნაცნობი ხმა, საუკეთესო შესრულება და აღფრთოვანებული ჟიური - "საქართველოს ხმის" მესამე ეპიზოდი ჯაზ ვოკალისტის ტრიუმფით დასრულდა

ნაცნობი ხმა, საუკეთესო შესრულება და აღფრთოვანებული ჟიური - მეგა შოუს მესამე ეპიზოდი ჯაზ ვოკალისტის ტრიუმფით დასრულდა.

"საქართველოს ხმის" სცენაზე მარიამ მოსეშვილის გამოსვლას, თიკა ბალანჩინის ოქროს ღილაკი მალევე მოჰყვა.

ისტორია განმეორდა. 23 წლის კონკურსანტის მუსიკალური თავგადასავალი ჯერ კიდევ პროექტ "ნიჭიერში" დაიწყო. ისევ "რუსთავი 2 -ზე" და დიდ სცენაზე, მომღერალი კიდევ ერთი ოქროს ღილაკის მფლობელი და საუკეთესო ათეულის წევრი გახდა.

როკი, ჯაზი, პოპი და საესტრადო - კონკურსი მუსიკალურ მრავალფეროვნებას ინარჩუნებს. ამჯერად, მაყურებლის წინაშე 12 ერთმანეთისგან განსხვავებული კონკურსანტი წარდგა. განსაკუთრებით მკაცრი იყო ჟიური, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი რვა მათგანს მისცა.

ტრადიციულად, კულისებსა და სცენას შორის ემოციურ ბალანსს თიკა ფაცაცია უზრუნველყოფს. წამყვანის თქმით, საქართველოს ხმის გამოვლენა რთული იქნება, რადგან მეგა პროექტმა ბევრი ნიჭიერი მომღერალი აღმოაჩინა.

დარჩა მხოლოდ ერთი შესარჩევი ტური - მეოთხე საკონკურსო ეტაპი. 2 დეკემბრიდან კი, ლაივ შოუები დაიწყება, სადაც საუკეთესო ათეული მაყურებლის წინაშე, პირდაპირ ეთერში წარდგება.

მეოთხე საკონკურსო სერია 25 ნოემბერს, "რუსთავი 2-ის" ეთერში გაიმართება, მაყურებელი "საქართველოს ხმის" მეოთხე ოქროს ღილაკის მფლობელს გაიცნობს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები