საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ეწვია - სომეხ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს. ათონელის სასახლის ეზოში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც "კურიერი" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. სომხეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
"ჩვენი ურთიერთობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ბოლო დროს მაღალი და უმაღლესი ორმხრივი ვიზიტები ადასტურებს როგორ მაღალ დონეზეა ჩვენი თანამშრომლობა. დღეს ჩემს მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილე, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მრავალი სფერო, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო პროექტები განვიხილეთ რეგიონული საკითხებიც. შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხებს და ეკონომიკურ პუნქტებს, რომლებიც თანხვედრაშია სომხეთის მიერ წარმოდგენილ მშვიდობის ხელშეკრულებასთან.
რეგიონული ურთიერთკავშირების გახსნა შესაძლებლობას მისცემს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ასევე საქართველოსა და სომხეთის რკინიგზებს, ევროპულ ქვეყნებთან საკვანძო კავშირები დაამყარონ", - აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.