19 ივნისი 2026,   00:33
ვრცლად
მმართველი ძალისთვის მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში კანონის გვერდის ავლით, გაუმჭვირვალედ, დიდი რაოდენობის თანხების გადმორიცხვა ხდება, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვისაა გათვლილი

უცხოური დაფინანსების ადრესატები საქართველოში მოქმედი ენჯეოები არიან. მარტა კოსის თქმით, თანხები მოძიებულია და გაორმაგებულიც კი, თუმცა ჯერ ვერ პოულობენ გზას, რომლითაც მთავრობის კონტროლის გარეშე ქართულ არასამთავრობოებს უცხოურ დაფინანსებას გადასცემენ.

მმართველი ძალისთვის მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში კანონის გვერდის ავლით, გაუმჭვირვალედ, დიდი რაოდენობის თანხების გადმორიცხვა ხდება, რაც ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება და რეალურად, რევოლუციური სცენარებისთვის, ექსტრემიზმისთვისაა გათვლილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანია, ეს დღეს არც მარტა კოსს დაუმალავს. დაფინანსების გზების ძიებაზეც აქტიურად მუშაობენ, შეხვედრა ყველა კანდიდატი ქვეყნის ენეჯეო სექტორის წარმომადგენელთან, მათ შორის, საქართველოდანაც უკვე შედგა. ვინ ესწრებოდა ქართული ენჯეო სექტორიდან უცხოეთში გამართულ შეხვედრას-არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. მათი ნაწილი ახლაც საზღვარგარეთაა, თუმცა ამბობენ, რომ მსგავს ფორმატში არ მონაწილეობენ.

ევროპელ მაღალჩინოსანს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. გახარიას გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ უცხოურ დაფინანსებაზე ამ კონტექსტში საუბარი ადრესატების ინტერესებს აზიანებს.

აღიარება და თვითლუსტრაცია - ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი განცხადებას. მმართველ პარტიაში ევროპელ ბიუროკრატს დემოკრატიის პრინციპებს და საქართველოს სუვერენულ უფლებებს ახსენებენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავად ევროპის მიზანი თანხების გამჭვირვალედ და მიზნობრივად ხარჯვა უნდა იყოს.

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მნიშვნელობაზე, ევროკომისარმა, ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს ისაუბრა.

დღის ამბები