14 აგვისტო 2026,   08:54
ვრცლად
7,3 % - ევროკომისია 2025 წელს საქართველოში, ასეთ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - განახლებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სწრაფად მზარდმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორმა დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში

7,3 % - ევროკომისია 2025 წელს საქართველოში, ასეთ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ნოემბრის განახლებულ ანგარიშში "ევროპის ეკონომიკური პროგნოზი" ნათქვამია, რომ სწრაფად მზარდმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორმა განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა რეალურ ეკონომიკურ ზრდაში.

ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში, საქართველოსთან ერთად, სხვა კანდიდატი ქვეყნების საპროგნოზო მაჩვენებელიც არის დათვლილი. ირკვევა რომ, მიმდინარე წელს მოლდოვასა და უკრაინაში ეკონომიკური ზრდა - მხოლოდ1.6 %-ია. ამ ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველოს უპირატესობა , აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, მკვეთრად აჩვენებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მისამართით წარმოებულ არა თანმიმდევრულ და არა სამართლიან პოლიტიკას,რასაც ხშირ შემთხვევაში საქართველოსი ევროკავშირის ელჩიც იმეორებს.

არა მხოლოდ ევროკომისიის, არამედ ბევრი საერთაშორისო და ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, საქართველოში პოზიტიურად შეფასებული ეკონომიკური მდგომარეობის მაღალ დონეს ეჭვქვეშ არ აყენებენ მმართველი გუნდის ოპონენტები. თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყნის შეფასებისას ევროპელი პარტნიორები არა მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობას ითვალისწინებენ.

მმართველ გუნდში კი ევროკავშირის მხრიდან, ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას იხსენებენ და არგუმენტად თავად ევროკომისიის მიერ მომზადებული ის ინდექსები და ანგარიშები მოჰყავთ, რომლის მიხედვით ეკონომიკის მსგავსად, საქართველოს მოწინავე პოზიცია აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლმსაჯულების განვითარების, მთავრობის გამჭვირვალობის და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურად ფუნქციონირების კუთხით. სახელისუფლებო გუნდში ევროკავშირის ელჩის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული ის განცხადებაც გაიხსენეს, სადაც პაველ ჰერჩინსკის თქმით, უკრაინაც და მოლდოვაც საქართველოზე გაცილებით წინ არიან. მსგავსი განცხადებები, ქართულ ოცნებაში მტრულად და ქვეყნის ინტერესების განზრახ დაზიანების მცდელობად ფასდება.

"ევროპის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით", 2025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის, 2%-ზე მეტი დარჩება, ხოლო სახელმწიფო ვალი, მშპ-ის 35 პროცენტამდე შემცირდება.

დღის ამბები