14 აგვისტო 2026,   04:06
ვრცლად
"ევროპის სახალხო პარტიამ" და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო - თინა ბოკუჩავა

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მტკიცებით, "ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დამტკიცდა დოკუმენტი, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიამ" და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს.

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში "ევროპის სახალხო პარტიამ" და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში და მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებისკენ," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

"ქართული ოცნება" გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს.

დღის ამბები