08 აგვისტო 2026,   03:44
ვრცლად
"აღსანიშნავია, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება" - ვახტანგ ცინცაძე

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება," - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ევროკომისიის პროგნოზთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც საქართველოს 7,3%-იანი ეკონომიკური ზრდა უწინასწარმეტყველა.

მისივე განცხადებით, საშუალოდ, საქართველოს ეკონომიკა 2025-2027 წლებში გაიზრდება 5.9%-ით, როცა ევროკავშირის ეკონომიკა, ჯამურად, 1.4%-ით გაიზრდება.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზაფხულის ზრდის პროგნოზთან შედარებით 1.3%-თაა გაზრდილი და 7,3%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზრდის პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ზრდის პროგნოზთან შედარებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება. მაგალითისთვის, თუ შევხედავთ ევროპის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2025 წლისთვის, აღნიშნული 1.4%-ს შეადგენს, როცა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.3%-ია. ანალოგიურად, საშუალოდ, საქართველოს ეკონომიკა 2025-2027 წლებში გაიზრდება 5.9%-ით, როცა ევროკავშირის ეკონომიკა, ჯამურად, გაიზრდება 1.4%-ით," - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7,3% იქნება, უკრაინის და მოლდოვის კი - 1,6%. ევროკომისიამ "ევროპის ეკონომიკური პროგნოზის" შემოდგომის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 7%-ს გადააჭარბებს.

დღის ამბები