ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 128-ე შეხვედრა იმართება.
მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. ქართული მხარე უკანონოდ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს, ასევე, იმსჯელეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხსა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე.