08 ივლისი 2026,   04:33
ვრცლად
"როდესაც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, უნდა მოხდეს ყველა პუნქტის გამომზეურება, რადგან საქმე ეხება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქართულ მიწებს" - ირაკლი ფავლენიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილ კითხვები აქვს პროექტზე, რასაც მათი შეფასებით, პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს.

"საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის შეშფოთებული ამ პროექტთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, დიახაც უნდა მოხდეს ყველა პუნქტის გამომზეურება, იმიტომ, რომ საქმე ეხება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქართულ მიწებს," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

რას მიიღებს ქვეყანა Eagle Hills-ის პროექტისგან?! - პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ვრცლად კიდევ ერთხელ აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა კომერციული ხელშეკრულების შესახებაც და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან 33-პროცენტიან მოგებას მიიღებს. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა პროექტის უპირატესობებზეც და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის, ასევე, ტურიზმის განვითარებას. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ე.წ. არაბიზაციაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა.

დღის ამბები