საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, როგორც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებზე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდა უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საკითხზე.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ასევე ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრსაც შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას და სოფლის მეურნეობის სფეროში. მხარეებმა განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. ასევე ყურადღება გამახვილდა, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზეც.