ომი გრძელდება უკრაინაში. ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის სამიზნე ხარკოვის ოლქი გახდა. ქალაქ ბალაკლეას ცენტრალურ უბნებზე რუსეთმა ორი სარაკეტო იერიში მიიტანა.
ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 3 ადამიანი, დაშავებულია 10-ზე მეტი, მათ შორის 3 ბავშვია. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაცია, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.