დღეს მატჩის დღეა - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს.
შეხვედრა "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. ტრავმის გამო, მოახლოებულ მატჩებში ეროვნულ ნაკრებს გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან, დისკვალიფიკაციის გამო კი შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს.