გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვადასხვა რეგიონში ტყით უკანონო სარგებლობის არაერთი სამართალდარღვევა გამოავლინა. კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები დაფიქსირდა.
ჯამში, ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 26 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 21 ერთეული მორი.