რუსთავის მერიამ, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. ქალაქი ინარჩუნებს ბიუჯეტის ზრდის დინამიკას, რომელიც რუსთავს გასული 4 წლის განმავლობაში ჰქონდა.
წლის დასაწყისისთვის, რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი პარამეტრები, 172 მილიონ 631 084 ლარითაა განსაზღვრული. ბიუჯეტის პროექტში, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 80 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული და პრიორიტეტი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია და ქალაქის შიდასაუბნო სივრცეების განვითარება იქნება.