14 აგვისტო 2026,   09:32
ვრცლად
"იმას, თუ სად იქნება გერმანიის ელჩი და სად არა, ის თავად წყვეტს" -გრიგოლ გეგელია

პროვოკაციული ქმედებები და ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა, - მმართველი გუნდი ევროპელი ბიუროკრატების მიზნებზე საუბრობს და გერმანიის ელჩის ქმედებებს სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს. პიტერ ფიშერი, რომელიც გერმანიაში კონსულტაციებისთვის იყო გაწვეული, თბილისში დაბრუნების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ ქმედებით ელჩმა დაარღვია საკუთარი პირობა, რომ თავს შეიკავებდა რადიკალური ქმედებებისგან, ასევე დაირღვა გერმანული მხარისგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიცემული სიტყვიერი პირობაც.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ უცხოელი დიპლომატის ქმედებები ქართული საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს, თუმცა მიუხედავად ამისა, პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება კონტრ-პროდუქტიული იქნება. ამიტომ, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ მთავარია, ელჩი არ მიდიოდეს ისეთ აქციაზე, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

"იმას, თუ სად იქნება გერმანიის ელჩი და სად არ იქნება, თავად ის წყვეტს. ელჩის შემთხვევაში, მთავარი ის არის, ატარებს თუ არა ეს ელჩი მისი გამომგზავნი სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებს. 

იმ შემთხვევაში, თუ ფიშერი წავა ისეთ აქციაზე, რომელიც არ არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან კავშირში ან მისი გამომგზავნის ქვეყნის ინტერესებთან კავშირში, აი, ეს იქნება პრობლემა," - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

დღის ამბები