პარლამენტში, გარემოს დაცვის კომიტეტმა პლასტმასის პროდუქტების რეგულირების მიზნით, ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა პრობლემის აღმოფხვრის მიზნით საჭირო პრევენციული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე, ასევე პლასტმასის, განსაკუთრებით სურსათთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის, ჭარბი მოხმარების შემცირებაზე ისაუბრეს.